2013-04-09

აზრიანია


ერიხ ფრომი

''ადამიანი ვერასდროს ჰპოვებს ბედნიერებას ინტიმურ სიყვარულში,თუკი არ უყვარს მოყვარე,თუკი არ არის დაჯილდოებული ჭეშმარიტი თავმდაბლობით,ერთგულების უნარით,თუკი არ არის გამბედავი,მოწესრიგებული.საზოგადოებაში,რომელიც ღარიბია ჩამოთვლილი თვსებებით,შესაბამისად სიყვარულიც უცხო ხილი იქნება.."(ერიხ ფრომი)

'მაქს კლინგერი

'ადამიანი,რომელსაც არც ბედნიერება გამოუცდია,არც უბედურება,კვდება როგორც ჯარისკაცი,რომელსაც თავის დღეში მტერი თვალით არ უნახავს''(მაქს კლინგერი)

'ადამიანი უბედურია

''ადამიანი უბედურია,თუ შემდეგ სამ რამეს ხვდება ცხოვრებაში:ცოლის სიკვდილს სიბერეში,ფულის მინდობას ნათესავებისთვის,სხვებისგანდამოკიდებულებას,რათა მშიერი არ დარჩეს''(ჩანაკია პანდიტი)

2013-04-03

ტაი ენგელი

ტაი ენგელი დაიბადა 1982 წელს აშშ-ში,2004 წელს წავიდა ერაყში დემოკრატიისთვის საბრძოლველად.მალე ის აფეთქების მსხვერპლი გახდა,დაკარგა ერთი ხელი და რამდენიმე თითი,დაეწვა მტთელი სახე...ჯანსაღი დარჩა მხოლოდ ერთი თვალი.50 ოპერაციის შემდეგ იგი წარსდგა სამშობლოს და საცოლის,რენეს წინაშე რომელმაც იგი არ უარყო და მალევე დაქორწინდა მასზე:)


70 წელი ერთად:)

ისწავლეთ კრივი :)


სამყარო

სამყარო... მერე სამყარო ისევ,
ჰორიზონტია ჰორიზონტს იქით,
შენ ახლა ეძებ ერთადერთ მიზეზს
დარჩენის? არა, წასვლის, პირიქით.

არ არის არსად კიდე, არც ზღვარი
და დედამიწა თურმე მრგვალია,
ყველგან ზღვაა და ტალღები მთვრალი
და ყველგან მხოლოდ ზურგის ქარია.

სიშორეს ასე რატომ უფრთხიან,
თუ ეშინიათ სხვა სინამდვილის...
სიშორემდე ხომ ერთი წუთია,
სიახლოვემდე — დიდი მანძილი.

გამოდი კაბიდან

გამოდი კაბიდან,
გამოდი თმებიდან,
დაღლილი სამყაროს რიტმიდან გამოდი.
დღეს ჩამოვიხსენი
სიმძიმე მხრებიდან
და ტანზე ზაფხულის ყვავილი ამომდის.
გამოდი სულიდან,
გამოდი წვიმაში,
პერანგს რომ ბრინჯაოს სხეული ააკრა.
ჩაწექი შიშველი
მხურვალე სილაში,
მთვარე ზღვის ნაპირებს ალერსით დააკვდა.
გამოდი და ისე
თამამად მიყურე,
მიჭირდეს დიდი ხნით მე შენი გაძლება.
სარკიდან გამოჭრილ
ალესილ ფიგურებს
შენი ანარეკლი გაუვლის, გაძვრება.
გამოდი და მზეზე
გული დაასვენე,
სიახლის ძიებით დამფრთხალი, ნარბენი.
ესპანურ კანტატას
მღერიან მასები
და კვდები ცეკვაში ცეცხლივით კარმენი.
გამოდი, სისხლივით
ჩქარია კორიდა,
გამოდი და "ოლე" შესძახე ტრიბუნებს.
გამოდი, დაჭრილი
მოვედი ომიდან
და შენს თავს ვიბრუნებ.

:))


Add caption

ეს დღეც უშენობის დღეებს გავატანე

ეს დღეც უშენობის დღეებს გავატანე,
თითებს დაჰყვებიან სუნთქვის აკორდები,
სული რომ მომეთქვა, ძალა დავატანე,
არა, არ დავღლილვარ, ისევ მაგონდები

ისე დამიგროვდი, ვერსად ჩაგატიე,
ვიცი ამოხეთქავს მალე აგონია,
ასე რომ მიყვარხარ ესეც მაპატიე,
იქნებ დავიღალო..თუმცა არ მგონია..

შენს თბილ ხელისგულზე ნატვრად ვმეორდები,
ბაგის კუთხეებთან ღიმილს წაგასწარი,
მოდი, ამაღამაც სიზმრად გელოდები,
დედა დაგაფიცე, უკვე დაგასწარი.

ცა ლილისფრად აწვიმს

ცა ლილისფრად აწვიმს უძინართა ქალაქს,
გულში დარდი წვება ნალექივით მძიმე,
შენ კი სიშორით და მარტოობით დაღლილს
ბავშვობის თბილ სახლის სიმშვიდეში გძინავს.
ახლა ყველა თარსი რიცხვის
მიტანს შიში-
მეცამეტე სიტყვის,
მეცამეტე სკამის-
(მეცამეტე ფინჯან ყავით ნერვებს ვიმშევ
და ფიქრებში შენზე დამფრთხალ ეჭვებს ვიკლავ).
განა მხოლოდ გფიქრობ-
მენატრები,
ისე...
ისე...…
როგორც მაშინ,
როცა შენი სუნთქვა
შემატოვე ყელთან. მე ვიდექი უხმოდ,
გნატრობდი და...
მაინც ვერაფერი ვერ ვთქვი...
ქუჩა ისევ ყვება დაუწერელ ამბავს,
უძინართა ქალაქს რომ ლილისფრად აზრობს
შუაღამის სურნელს შერეული სევდა...
და ჩემს აივანთან გაბზარული ზარით
ალუბლის სველ ტოტებს ჩამოტეხა ქარმა
ხის ცამეტი ჯვარი,
ცის ცამეტი ელვა,
ქვამარილი მუჭით ჩამოაფშვნა-
მიწას მოაბნია თეთრად,-
შენ რომ მშვიდად გევლო...
და შენ ალბათ დაღლილს გესიზმრება გზებთან
არეული ზღვები,
გადმოსული კბოდეს,
მე კი...
შენი ღამის უძინართა მზე ვარ
და შენს ნანატრ სხეულს მეათასედ ვცოდავ.