2013-04-03

ეს დღეც უშენობის დღეებს გავატანე

ეს დღეც უშენობის დღეებს გავატანე,
თითებს დაჰყვებიან სუნთქვის აკორდები,
სული რომ მომეთქვა, ძალა დავატანე,
არა, არ დავღლილვარ, ისევ მაგონდები

ისე დამიგროვდი, ვერსად ჩაგატიე,
ვიცი ამოხეთქავს მალე აგონია,
ასე რომ მიყვარხარ ესეც მაპატიე,
იქნებ დავიღალო..თუმცა არ მგონია..

შენს თბილ ხელისგულზე ნატვრად ვმეორდები,
ბაგის კუთხეებთან ღიმილს წაგასწარი,
მოდი, ამაღამაც სიზმრად გელოდები,
დედა დაგაფიცე, უკვე დაგასწარი.

No comments:

Post a Comment